четверг, 24 декабря 2009 г.

პროექტის სახელი:პარალელოგრამის კერძო სახეები.რომბი, რომბის თვისებები პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:პარალელოგრამის კერძო სახეები.რომბი.რომბის თვისებები
პროექტის სრული აღწერა:
  • მოსწავლეები გაეცნობიან პარალელოგრამის კერძო სახეებს;
  • შეისწავლიან რომბის განსაზღვრებას;
  • გაავლებენ პარალელებს რომბისა და პარალელოგრამის თვისებებს შორის;
  • გამოკვეთენ საერთოსა და განსხვავებას მათ შორის;
  • შეძლებენ პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა;
  • განუვითარდებათ წიგნზე მუშაობის, მსჯელობისა და პარალელების გავლების უნარი.
მონაწილეთა ასაკი:14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:18 თებერვალი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  • პარალელოგრამის თვისებების გაცნობა და ანალიზი;
  • პარალელოგრამის კერძო სახეების განხილვა;
  • რომბის განსაზღვრება და თვისებების დაუფლება;
  • მოძიებულ ამოცანებში თეორიული ცოდნის გამოყენების უნარ--ჩვევების დაუფლება;
  • ზემოთ ჩამოთვლილი საპრეზენტაციო მასალის წარმოდგენა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:პარალელოგრამის, რომბის, მართკუთხედისა და კვადრატის მოდელები;საინტერესო ამოცანები, პრეზენტაციები.
სარგებელი სხვებისათვის:საინფორმაციო ბანკის შექმნა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: მზია კიწმარიშვილი.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:mzia.kicmarishvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.mzia.kicmarishvili.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий